სამართალდამცველთა განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერებები ბოევიკების სანგრებში იქნა აღმოჩენილი.
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სანგარი ათამდე ადამიანის ხანგრძლივ საცხოვრებლად იყო მოწყობილი, რომელიც ბაკსანის რაიონის სოფელ გრემჩუგში, კონსტანტინოვსკოესთან ახლოს, ტყის მასივში აღმოაჩინეს.
სანგრიდან ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა ამოღებული, რომლებიც 6 კილოგრამამდე ტროტილის ექვივალენტ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდა. გარდა ამისა, სანგარში ნაპოვნია ჭურჭელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები, საამშენებლო ინსტრუმენტები და ორი საყოფაცხოვრებო გაზის ბალონი.
"ამის გარდა სანგარში აღმოჩენილ იქნა რუკა, რელიგიური ლიტერატურა და სამახსოვრო იარაღის გამოყენების განმარტებები",- აცხადებენ სამართალდამცავები.
ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები მუშაობენ.