იუსტიციის სახლმა მომხდარი ინციდენტის გამო მუშაობა შეწყვიტა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იუსტიციის სახლის პრესსამსახურის უფროსმა ანი გიგინეიშვილმა განაცხადა აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრხოების ზომების დაცვის გამო მიიღეს.
,,იმისთვის, რომ პრობლემის იდენტიფიცირება მოხდეს, დაზიანებები ხომ არ არსებობს სხვა ადგილზეც, თანამშრომლები სამსახურიდან გავათავისუფლეთ. ამიტომ დღეს იუსტიციის სახლი აღარ იმუშავებს, თუმცა ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას", _განაცხადა ანი გიგინეიშვილმა.