იუსტიციის სახლში მომხდარი ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იუსტიციის სახლის პრესსამსახურის უფროსმა ანი გიგინეიშვილმა განმარტა უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით იუსტიციის სახლიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.
,,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები ვინც იუსტიციის სახლში მომსახურებას იღებდნენ გარეთ გავიყვანეთ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ანი ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა.