საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები.
აღნიშნული გზის კმ17-კმ21 თბილისი-მცხეთის მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს, 21 ნოემბრის დილის 07.00 საათიდან იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება მარცხენა (მცხეთა-თბილისი) მიმართულებაზე.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის დასახლების მიმართულებით.
მცხეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის (მარცხენა მიმართულება) პანდუსის გავლით თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის დასახლების მიმართულებით.
მცხეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ზაჰესი-მცხეთა-გორის საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 12 ნოემბერს (№20/8-2320904) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების (მარჯვენა მიმართულების I ეტაპი) შესაბამისად.