ონის რაიონის სოფელ ჭიორაში ფოთლოვანი ტყე იწვის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში დავით გაგოშიძემ განუცხადა, სოფელ ჭიორაში ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.
"ხანძრის ახალი კერა რაჭაში დღეს დილით გაჩნდა, რისი მიზეზიც, სავარუდოდ, დაუდევრობაა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი, სახანძრო-სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა", _ განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გაგიშიძემ და აღნიშნა, რომ ხანძარი, რომელიც გასულ კვირას სოფელ ჩორჯოსთან ტყის მასივში გაჩნდა მიუვალი ადგილმდებარეობისა და ხმელი ბალახის გამო ხანძრის კერების სრული განადგურება მაინც ვერ მოხერხდა.