21 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ჩუღურეთის, დიდუბის და ნაძალადევის რაიონები
01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, აგლაძის, ბაქრაძის, თევდორე მღვდლის, კედიას, ხოშარაულის, დიდუბის, გოგოლაურის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. შეზღუდვა აგრეთვე შეეხება: მაუდის კომბინატს, ელიავას ბაზრობას, თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სასტუმროს „დიდუბე პლაზა" და საგამოფენო ცენტრს „ექსპო ჯორჯია". დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია „თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.