საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით სახელმწიფო იზრუნებს სახელმწიფო ენის დაცვაზე. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა ამ მიზნით შემუშავდება და ამოქმედდება კანონი ,,სახელმწიფო ენის შესახებ".
,,საგანგებო ღონისძიებები ჩატარდება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად. სახელმწიფო ენაზე სახელმწიფო იზრუნებს, რათა გარანტირებული იყო ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა. შემუშავდება და ამოქმედდება კანონი ,,სახელმწიფო ენის შესახებ", _განამარტა ღარიბაშვილმა.