ცხოველთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"რამდენიმე დღის წინ ზესტაფონის რაიონში სოფელ არგვეთში შემზარავი ფაქტი მოხდა. ვინმე თამაზ ხუსკივაძემ თოფით მოკლა მეზობლის ძაღლი, (იმის გამო რომ იყეფებოდა) შემდეგ თავი ნაჯახით მოკვეთა და საჯაროდ ფოტოებიც გადაიღო, რაც განათავსა კიდეც სოციალურ ქსელში. ძაღლის პატრონმა ლეილა კიკნაველიძემ მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის- ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობით კვალიფიცირდება, რაც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოს 1 წლის ვადით, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ ფაქტზე რეაგირება არ მოჰყოლია.
გუშინ აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაციებმა კრუკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს და პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტოში საჩივარი შეიტანეს. როგორც სასტიკად მოკლული ძაღლის პატრონი ასევე ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები მოვითხოვთ დამნაშავის სამაგალითო დასჯას.
ცხოველების მიმართ სისასტიკე ბოლო პერიოდში უკვე ქრონიკულ ხასიათს იღებს და ვთვლით, რომ ამის მიზეზი სწორედ სამართალდამცავი ორგანოების პასიურობა და მათი მხრიდან კანონის უგულვებელყოფაა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და დაგმოს ეს სისასტიკე, რადგანაც ცხოველების მიმართ ასეთი არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობა როგორც ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე საზოგადოების უსაფრთხებისთვის საზიანო და საშიშია. სწორედ დაუსჯელობის სინდრომი, რაც ცხოველების მიმართ არსებობს ჩვენს ქვეყანაში უბიძგებს სასტიკ და არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებს ფოტო სესიები მოაწყონ მოკლული ძაღლის თავებით და ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების დუმილი ირიბი ხელშეწყობაა ამ სისასტიკის წაქეზების, რაც რათქმაუნდა მიუღებელია ნორმალური განვითარების და ევროპული ორიენტაციის პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაბიები დახმარებით მივმართავთ მედის საშუალებებს, რათა გაშუქდეს ეს შემზარავი ფაქტი. საზოგადოებისა და მედიის პასიურობამ შესაძლოა გამოიწვიოს დაზარალებული ოჯახის მიმართ ზეწოლა. მიგვაჩნია, რომ მედია უნდა ჩაერთოს საზოგადოების მენტალიტეტის ამაღლებაში და ჰუმანურობის დამკვიდრებაში და სწორედ ამ ფაქტის გაშუქებით საზოგადოების აზრის ფორმირებას შეუწყობს მედია ხელს. ამ ხალხს (დაზარალებულ მხარეს) სჭირდება საზოგადოების და ჩვენი თანადგომა, რათა სიმართლე იქნას გავრცელებული და ამით დაცვულიც. ყველაზე ცუდი ფაქტი ის არის, რომ დაზარალებულ მხარეზე ზეწოლა უკვე ხორციელდება და დამნაშავის ოჯახმა მიმართა ქუთაისის ტელევიზიას და ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოსდა ძაღლს მატარებელმა გადაუარა, რაც არის დანაშაულის დაფარვა და კანონით დასჯადი ქმედება.
ცხოველთა უფლებადამცველი არასათავრობო ორგანიზაცბიები".