ხვალ, 26 ოქტომბერს, ოზურგეთში მოიხატება სპორტული სკოლის კედელი. აქციის მონაწილე ოზურგეთელი ახალგაზრდები სიმბოლურად მოხატავენ ქალაქის ცენტრში, ვ.დოლიძის ქუჩაზე მდებარე სპორტული სკოლის კედელს.
აქცია მიმდინარეობს პროექტის „ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშრებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა" ფარგლებში. პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მდგომარეობას და მათ მიმართ დამოკიდებულებას საქართველოში.
აქციის მიზანია კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს და მიგვახვედროს, რომ დროა შევიცვალოთ დამოკიდებულება და მივიღოთ ჩვენგან განსხვავებული ადამიანები ისეთნი, როგორიც არიან!
აქციის ორგანიზატორები არიან ფონდი `გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში _ თბილისი" და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი.