მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სტომატოლოგიური საქმიანობა რეგულირების ფარგლებში მოექცევა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის კონტროლით მოსახლეობისათვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის შესაბამისი ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო და როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი მახათაძემ პროექტის წარდგენისას განმარტა, სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ჩამონათვალის განსაზღვრა, ნაცვლად კანონისა, მთავრობის აქტით მოხდება, რაც არსებული სერვისის კონტროლს გახდის შესაძლებელს.
მასალის გამოყენების პირობები