14 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ისნის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელათის, დუშეთის, არარატის, არმაზის და პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ვეკუას და ფხოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.