13 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ნასეთია:
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის და კარგარეთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, შავგულიძის, დელისის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V და VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.