საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან გადამგარი არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იგი არ უარვყოფს, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით მისი და პრემიერის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს შეეხება დროს და არა პრინციპს.
კბილაშვილის თქმით, მის მსგავსად პრემიერიც ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შეიქმნას, ოღონდ კბილაშვილი შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრეა.
"ვნახოთ, დრო აჩვენებს რამდენად ვცდებოდი. იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად თავადაც დავტოვოს თანამდებობა და მასთან ერთად, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ, საქმიანობა გააგრძელოს სამოქალაქო სექტორში.
"ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა გავუწიო იმ ამოცანების შესრულებაში, რასაც იგი საზოგადო მოღვაწეობისას განახორციელებს.
საქართველოს პროკურატურას ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების სამსახურში,"- აღნიშნა კბილაშვილმა.