ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში სავარაუდოდ, სასტუმრო განთავსდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინვესტორებთან და შენობის სამომავლო დატვირთვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება.
"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან და ძირითადი მიმართულება, რაც არის, არის სასტუმროს მიმართულებით განვითარება აღნიშნული შენობის. დღეის მდგომარეობით შენობას დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს და დღევანდელი მდგომარეობით მისი თვითღირებულება დაახლოებით, 74 მილიონ ლარს შეადგენს. ვალები, რომელიც ამ შენობას გააჩნია, თუმცა დაუდასტურებელი და ჩვენ გარკვეულ ექსპერტიზებს ველოდებით, დამატებით კიდევ 5 მილიონ ლარამდეა. თვითონ შენობა საკმაოდ ვიწროა და ჩვენი გადმოსახედიდან შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნოდა თვითონ სასწავლო პროცესს,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.