ხვალიდან, 9 მარტიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში მიღებას აცხადებს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ მაღალ ანაზღაურებას, უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
საკონტრაქტო სამსახურის გავლა შეუძლიათ 18-იდან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან.
საბუთების მიღება იწარმოებს 9-იდან 25 მარტამდე ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში".