დღეს, 31 ოქტომბერს, სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. "თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, საექიმოს, ნავთლუღის, კახეთის, ჭრელაშვილის, დოლაბაურის და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ყიფიანის, აგლაძის და ქუთაისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის და ნაკაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის, ამაღლების, ჭონქაძის, კრწანისის, ბერიძის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.