პრემიერ ივანიშვილის განაცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატისთვის 21%-იანი მხარდაჭერა სიურპრიზი იყო. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას ივანიშვილმა განმარტა ის არ მოელოდა თუ დავით ბაქრაძე ამხელა მხარდაჭერას მიიღებდა.
,, ის 21%-ზე მეტი რაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ", მიიღო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, უარეს შემთხვევაშიც არ ველოდი ამას რომ მსგავი მოხდებოდა და კარგად გამოჩნდა რასაც ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლიტიკური კულტურა გვაკლია. ეს ჩემი გადმოსახედიდან არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არავის დაკნინების სურვილი არ მაქვს. თუმცა ბოლო სამი პრესკონფერენცია რომელიც დავიწყე ექსპერტებით, ტელეჟურნალისტებით და შემდეგ ბეჭდური მედიის წარმომადგენლებით, ვერცერთი შეცდომა, ვერცერთი დაპირების შეუსრულებლობა ვერცერთმა ვერ მაჩვენა. ჩვენ აბსოლუტურად წარმატებული ხელისუფლება ვიყავით კითხვის ნიშანი არ არსებობდა. იმ ძალადობრივი ხელისუფლებიდან რაც ჩვენ ვნახეთ მივიღეთ ევროპული ტიპის ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ნახეთ რა მოხდა არ მოვიდა ჩვენი ამომრჩეველი, რასაც მე ვგრძნობდი და ბოლო გამოსვლების დროს მეტყობოდა. მე ყველას დიდი მადლობას გადაუხდი ვინ მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. შევხვდი ხალხს და ზოგი მათგანი გაოგნებულია რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 21%-ზე მეტი მიიღო. ის რაც ერთი წლის ხდებოდა ხალხმა ასე მარტივად მიივიწყა, ან ვერ გაიგო, ან რაღაც თამაშებში ჩაერთო და მივირეტ ის რაც მივიღეთ", _განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლებისა და ცესკოს მონაცემებით ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქარაძემ 22%-მდე მხარდაჭრა მიიღო.