პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მარნეულის მოსახლეობას წარუდგინა.
პრემიერმა ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა გიორგი მარგველაშვილს მისცენ.
პრემიერი სიტყვით გამოსვლისას მის პოლიტიკიდან წავლას შეხო და განაცხადა, რომ 20 წლის განმავლობაში წლიდან წლამდე გაუმჯობესდება ცხოპვრება.
"პოლიტიკად მივდივარ, მაგრამ, მოვდივარ ხალხთან. გადავლახავთ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემებს და სიტყვას გაძლევთ, რომ მინიმუმ 20 წელი ვიქნები თქვენთან ერთად და წლიდან წლამდე უკეთეს ცხოვრებას შევქმნით", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის ყველას მოუწოდა სახელმწიფო ენა ისწავლონ, რათა შემდგომში შეძლონ ქართულ სახელმწიფოში მაღალი თანამდებობები დაიკავონ.
ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ ისიც უბრალო გლეხის ოჯახიდან არის და იცის დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი.
"მეც გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, ძალიან კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მარნეულიდან რუსთავში გადაინაცვლა და ზვიად ძიძიგურთან ერთად რუსთაველებს "რუსთავქალაქობა" მიულოცა.