გასული კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხრა ადამიანი დააკავეს. ოკუპანტებმა ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების სამსახურში" გადაიყვანეს.
ოსური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი საქართველოს მოქალაქეა, ისინი დოკუმენტაციის გარეშე დააკავეს და ამჟამად მათი ვინაობა დგინდება. დანარჩენი დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან.
დაკავებული სამი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე თითო 2000 რუბლით დაჯარიმდა. სამის საქმე ამჟამად ასევე განხილვის მდგომარეობაშია. ერთ მოქალაქეს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.