რუსეთის სანიტარული სამსახური მზადაა საქართველოს ხელისუფლების გარანტიის ქვეშ რუსეთის ბაზარზე ქართული წარმოების ალკოჰოლური პროდუქციის ახალი ნიმუშები დაუშვას. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ დღეს გააკეთა.
„რუსეთი ამჟამად განიხილავს საკითხს იმის შესახებ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს გარანტიის ქვეშ რუსეთის ბაზარზე დაუშვას ნაწილი იმ მიმწოდებლებისა, რომლებსაც ადრე უარე ეთქვათ", _ განაცხადა ონიშჩენკომ.
მიისვე თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე იქნება გარანტორი იმისა, რომ რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ აღმოჩენილი ხარვეზები აღმოფხვრილი იქნება.
„მზად ვართ ეს საკითხი მომდევნო კვირას განვიხილოთ", _ აცხადებს ონიშჩენკო და აღნიშნავს, რომ „ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯზე წავიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფოებრივი თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც ეთიკის ნოემბის ქვედა ნიშნულს ქვეშ მდებარეობს. ამას ჩვენ ვხსნით იმით, რომ შემოდგომის შუაში ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაში ფსიქიკური მდგომარება განსაკუთრებით მწვავდება", _ განაცხადა ონიშჩენკომ.
მასალის გამოყენების პირობები