საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "la trufe"-სთან სპეციალური ღონისძიება ჩაატარეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.