შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად, კასპის და ნაწილობრივ გორის რაიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს.
სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნენ. დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებმა ასევე მოინახულეს ის პროექტები, რომელთა განხორციელება რეგიონში უკვე დაიწყო და მოსახლეობას სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მსგავსი შეხვედრები, 12 და 13 ოქტომბერს გორის, ხაშურისა და ქარელის რაიონებში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართება.