რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის კიდევ ერთი ქართველი 62 წლის ზაქარია ჯოჯიშვილი დააკავეს. შემთხვევა სოფელ ხურვალეთში მოხდა.
ინციდენტი იმ დროს მოხდა როცა მთავრობათაშორისო კომისიის წევრები საზღვრის პირა სოფლებში არსებულ მდგომარეობას ეცნობოდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებული ამ ეტაპზე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.