ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებში მონაწილე რუსული დელეგაციის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ და ამავე მოლაპარაკებებში მონაწილე ე.წ აფხაზური დელეგაციის წევრებს კონსულტაცია გაუწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
„დეტალურად განხილულ იქნა ჟენევის მოლაპარაკებებზე არსებული მდგომარეობა და ვითარება აფხაზურ-ქართულ საზღვარზე", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ კონსულტაციებისას ასევე საუბარი შეეხო „ჟენევაში მუშაობის პერსპეტივას, მათ შორის რეგიონში ჰუმანიტარულ ასპექტებს", _ წერს აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები