წმინდა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 6 ახალი ეპარქია შეიქმნა და რამდნეიმე ეპისკოპოსი პენსიაზე გავიდა. როგორც დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა მეუფე ზოსიმემ (შიოშვილი) საპატრიარქოში დღეს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პენსიაზე გასულ სასულიერო პირებს შორის თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოსი და მარგველი მიტროპოლიტი ვახტანგი არიან. მისივე თქმით, 7 ახალი მღვდელმთავარი დაინიშნა.
"საქართველოს ეკლესიის გაძლიერების მიზნით, 6 ახალი ეპარქია ჩამოყალიბდა და არსებული ეპარქიების გაყოფა მოხდა. აირჩიეს 7 ახალი მღვდელმთავარი, რომელთა ვინაობასაც ჯერ ვერ ვიტყვი. 2 მღვდელმთავარი - მეუფე ვახტანგი და მეუფე თადეოსი პენსიაზე გავიდნენ,"- განაცხადა მეუფე ზოსიმემ (შიოშვილი).
საპატრიარქოში დღეს გამართული წმინდა სინოდის სხდომის სხვა გადაწყვეტილებების და განხილული საკითხების თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე საათში განჩინების სახით გავრცელდება.