შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორის წევრებს ხვდებიან. შეხვედრა ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით იმართება.
შეხვედრაზე შსს წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორის წევრებს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარების შეასახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
,,ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ეტაპზე არ ახორციელებენ მავთულხლართებისა და მონტაჟების მონტაჟს. დღევანდელი შეხვედრის ამოცანაა, რომ არასამთავრობო სექტორს მიეწოდოს ის ზუსტი ინფორმაცია, რომელიც შსს გაჩნია ამ თემატიკასთან დაკავშირებით", _განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ.