სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხს სტუდენტები სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თორნიკე ჩიქოვანმა აღნიშნა, სტუდენტების საპროტსტო აქცია დღეს 16:00 საათზე დაიწყება.
მისივე თქმით, სამინისტროსთან შეკრებილი ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მინისტრ ლევან ყიფიანთან შეხვედრა და გასაუბრება იქნება.
"გვინდა შევხვდეთ მინისტრს და გავაცნოთ ჩვენი პოზიცია, რომ დაუშვებელია საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, ასევე გვსურს მისი პოზიცია მოვისმინოთ. იმედი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნა გათვალისწინეულ იქნება და მასთან შეხვედრა მოხერხდება,"- განაცხადა თორნიკე ჩიქოვანმა.
აქციის მონაწილეები სპორტის სამინისტროსთან დაგეგმილ შეკრებაზე სხვადასხვა სახის საპროტესტო შინაარსის ტრანსფარანტებს წარმოადგენენ და სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების თაობაზე საზოგადოებისთვის გზავნილებს გააკეთებენ.
აღნიშნულ საპროტესტო აქციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რამდენიმე ასეული სტუდენტი შეუერთდება.