საქართველოს პეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენაკში, 16 წლის გარდაცვლილი პატიმრის გიგა ძველაიას ოჯახში მივიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სენაკიდან აცნობეს, ქვეყნის პირველმა პირმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათი მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მეორე საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი 2 დღის წინ გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი საპატიმროში 4 დღის წინ შეიყვანეს. ახალგაზრდა სასჯელს უკვე მეორედ იხდიდა. პრეზიდენტმა ის მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა.