ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცები მოიწამლნენ. გავრცელებული ინფორმაციით სამხედროების მოწამვლის მიზეზი საკვები გახდა, თუმცა ამ ინფორმაციას კომპანიაში, რომელსაც სამხედროების კვებით უზრუნველყოფა ევალება არ ადასტურებენ.
,,აღნიშნული საკითხის შესწავლაში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია. ჯარისკაცებს უტარდებათ გამოკვლევები, ასევე მოწმდება კვების პროდუქტსაც და უახლოეს მომავალში მივიღებთ დასკვნასაც. პირველ ქვევით ბრიგადაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი მსახურობს და მოწამვლის მიზეზი საკვები რომ ყოფილიყო მოწამვლა რამდენიმე ჯარისკაცზე არ გავრცელდებოდა", _ განაცხადა კვების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ფირცხალაიშვილმა.
მისივე განმარტებით, მოწამვლა არა საკვებს, არამედ ანტისანიტარიას უკავშირდება.