მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ID ბარათების ნაცვლად უჩიპო პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დარიგებას ითხოვს.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება და ხელმომწერთა სია ნანობაშვილმა იუსტიციის სამინისტროში დღეს შეიტანა და განმარტა, რომ მთავრობა მოქალაქეებს ID ბარათების გარდა სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს არ სთავაზობს, რაც მათი მოქალაქეობრივი უფლებების დარღვევაა.
მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნოდ, 15-დან 20 ოქტომბრამდე ალტერნატიული პირადობის მოწმობების დაშვება არ მოხდება, იუსტიციის სამინისტროსთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართება.
"მსგავსი პრეცენდენტი არც ერთ ქვეყანაში არ ხდება და ძალიან ბევრ ეჭვს ძრავს. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში რა დავაშავეთ ჩვენ, ხალხმა ასეთი რომ ასეთი იძულება მოგვისაჯეს?! თუ ეს კიდევ არ იქნება 15 - 20 რიცხვამდე დაკმაყოფლებული, 100 000 ხელმომწერი ადამიანი იუსტიციის სახლის წინ სადღეღამისო აქციებს გმართავს,"- განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა.