რუსეთის ფედერაციამ თავის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური დახმარება 600 მილიონი რუბლით გაუზარდა. შედეგად 2013 წელს აფხაზეთისათვის რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება 1, 803 მილიარდი რუბლი იქნება. განცხადება ამის შესახებ სოხუმში გამართულ ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინმა გააკეთა.
მანვე განმარტა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს ფინანსური დახმარების გაზრდის შესახებ 628 მილიონი რუბლით იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც აფხაზურმა მხარემ დაასახელა. ჯამში 2013 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისათის გაწეული ფინანსური დახმარება 1,803 მილიარდ რუბლს შეადგენს.
ამას გარდა, ხლოპონინმა აღნიშნა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს სოციალ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის შესრულება და და უნდა დაიწყოს მუშაობა გეგმაზე რომელიც ინდუსტრალიზაციისა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად.