რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი სოხუმში იმყოფება. ნურგალიევი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს უკვე შეხვდა. ნურგალიევმა და ანქვაბმა, აფხაზური მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებში, კერძოდ „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვის რეჟიმი განიხილეს".
„ალექსანდრე ანქვაბმა და რაშიდ ნურგალიევმა დადებითი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ურთიერთქმედებას", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები