,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს რაჭაში განაგრძობს.
დავით ბაქრაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიკორწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ ამბროლაურში საარჩევნო შტაბი გახსნა.
მოგვიანებით, დავით ბაქრაძე ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სოფელი სორის მცხოვრებლებმა დავით ბაქრაძესთან საუბრისას განაცხადეს, მათთვის გადაუჭრელ და უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება გაზიფიკაცია. მათი თქმით, სოფელში მთლიანადაა გაყვანილი გაზის მილები, თუმცა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სოფლის გაზიფიკაცია შეწყდა მოსახლეობამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გაზის მილსადენებიც აჩვენა.
დღესვე დავით ბაქრაძე ონის რაიონის სოფელ ლაჩთის მოსახლეობას შეხვდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი პირადად დაინტერესდა სოფლის პრობლემებითა და ადგილობრივებთან ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
საარჩევნო შტაბი ასევე გაიხსნა ონის მუნიციპალიტეტში.
დღის ბოლომდე დავით ბაქრაძე სოფელ გომიშურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელი ორბელის მოსახლეობასაც შეხვდება.