დღეიდან ბრუნვაში ახალი 100 დოლარიანი კუპიურები ჩაეშვა. როგორც უცხოური მედია იტყობინება ახალი კუპიურები აშშ-ს ბანკებით დღეიდან გავა ბრუნვაში. წინასწარი გათვლებით, 2013 წლის ბოლომდე ბრუნვაში ასეთი 2,5 მლრდ ბანკნოტი გაეშვება. ახალ ბანკნოტაზე გარდა არსებული დამცავი ნიშნებისა დატანილი იქნება ლურჯი ლენტი. ასევე ახალ 100 დოლარიანზე, მელნისფრად გამოსახული იქნება ამერიკის სიმბოლო - თავისუფლების ქანდაკება.
ახალი ბანკნოტის შექმნას ამერიკის მთავრობამ 10 წელი მოანდომა. მის გამოჩენას ჯერ კიდევ 2011 წლის თებერვალში მოელოდნენ, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.
ახალი ვალუუტის მოჭრა მნიშვნელოვანი პროცესია თავად აშშ-თვისაც, რადგანაც დადგენილია, რომ მოჭრილი 100 დოლარიანების 50-75 პროცენტი, ანუ 8,6 მლრდ დოლარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა ბრუნვაში. იმავდროულად ითვლებოდა, რომ ყველაზე ხშირად 100 დოლარიანი გაყალბება ხდებოდა.