ხვალ, 11:45 საათზე საპარტნიორო ფონდსა და თურქულ კომპანია - „ÇALIK ENERJİ"-სთან გაფორმდება ხელშეკრულება გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს და მისი დასრულება 2015 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. შერეული ციკლის თბოელექტროსადგურის სიმძლავრე 230 მეგავატითაა განსაზღვრული.
მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ენერგოისტორიაში პირველად ხორციელდება.