რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის ადგილი მოსკოვში არ არის. მისივე განცხადები, თუ საქართველოს დამოუკიდებლობა სურს მაშინ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები დასაყრდენს რუსეთის დედაქალაქში არ უნდა ეძებდნენ. ეს განცხადება ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტის კომენტირებისას გააკეთა.
ვლადიმერ ჟირინოვსკი სიტუაციაში გასარკვევად ნინო ბურჯანაძეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ურჩევს.
"მე მიმარჩნია, რომ ბურჯანაძე მოსკოვში არ უნდა ჩამოსულიყო. არ არის საჭირო კრემლის კარზე მიდგომა და მიკაკუნება. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენას მივესალმები, მაგრამ თქვენ გინდოდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თქვენ გყავთ კარგი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არ არის საჭირო ერთი მეორის მიყოლებით ოპოზიციის წარმომადგენლების მოსკოვში ჩამოსვლა და ქედის მოხრა", _ განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.