"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება, გენერალურ მდივნად კი, პატიმრობაში მყოფი ყოფილი შინაგან საქმეთა და ექს-პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რჩება.
აღნიშნულ პოსტებზე სააკაშვილის და მერაბიშვილის კანდიდატურებს მხარი სპორტის სასახლეში შეკრებილმა პარტიის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა ერთხმად დაუჭირა.
დღესვე დამტკიცდა "ნაცონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც. პარტიის მუშაობას 68 წევრისგან შემგარი საბჭო გაუწევს კოორდინირებას და მისი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: მამუკა ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, გიორგი ბარამიძე, ანდრო ბარნოვი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, თინათინ ბოკუჩავა, კახა ბუცხრიკიძე, გიორგი გაბაშვილი, ხატუნა გოგორიშვილი, თენგიზ გუნავა, დავით დარსმელიძე, დავით დარჩიაშვილი, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი თევდორაძე, ნინო კანდელაკი, გიორგი კანდელაკი, ზაზა კედელაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ალექსანდრე კვიტაშვილი, დავით კირკიტაძე, გოჩა კუპრავა, პავლე კუბლაშვილი, პაატა ლეჟავა, ვახტანგ ლემონჯავა, ტარიელ ლონდარიძე, მიხეილ მაჭავარიანი, მიხეილ მახარაძე, ომარ მეგრელიძე, გიორგი მელაძე, ზურაბ მელიქიშვილი, ვანო მერაბიშვილი, ქეთევან მჭედლიძე, აკაკი მინაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი ნადირაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, ხათუნა ოჩიაური, გორგი პატარაია, სამველ პეტროსიანი, სერგო რატიანი, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი, აზელ სულეიმანოვი, დავით ტყეშელაშვილი, გიგი უგულავა, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი წერეთელი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ ჭიაბერაშვილი, კობა ხაბაზი, გოგა ხაჩიძე, ელენე ჯავახიძე, ეკა ხერხეულიძე, ზურაბ ჯაფარიძე;
ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს, რომელსაც დედაქალაქში მცხოვრებ პარტიის მხარდამჭერებთან ერთად, რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც ესწრება.