რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გაეროს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეს ანტი ტურუნენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებულ ვითარებას ადმინისტრაციულ საზღვარზე, ასევე ჰაეროს როლს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების განახლებაში ქალაქ გალში.