უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
უკრაინისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობებზე იანუკოვიჩმა ტელეკომპანია "რასიასთვის" მიცემილ ინტერვიუში ისაუბრა.
"იმ ურთიერთობების სიღრმე, რომელიც უკრაინას ნატოსთან დღეისთვის გააჩნია, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ პარტნიორული ურთიერობები დავამყაროთ. ჩვენ ამ ურთიერთოიბების ნგრევას არ ვაპირებთ და ეს ურთიერთობები იმაზე მეტი ნამდვილად არ არის, რაც რუსეთთსა და ნატოს შორის არსებობს", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა ქვეყანასთან გადახედავს თავის ამჟამინდელ ურთიერთობას.
შეგახსენებთ, რომ იანუკოვიჩი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ის მოსკოვში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.