უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. კიევში, მეიდანზე ტიმოშენკოს მხარდამჭერთა 200- ათასაკაციანმა ყრილობამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატად მქუხარე ოვაციებით წარადგინა.
ტუმოშენკს მხარდასაჭერი სიტყვით უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმაც გამოვიდა, რომელმაც მას დამოუკიდებელი უკრაინის მესაჭეობის ესტაფეტის მიღება სთხოვა და დასძინა, რომ ტიმოშენკოს პრეზიდენტობისას უკრაინას ექნება გამართული სახელმწიფოებრიობა.
თავის მხრივ, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის კურსი უნდა იყოს ევროპის მიმართულებით, მაგრამ მან უნდა დაიცვას წინასწორობა და კეთილმეზობლური ურთიერთოებები.
"ვიცი ზუსტად, უნდა დავიწყოთ ევროპასთან დაახლოებით. Eეს ნიშნავს სამართლიან კანონებს, ნამდვილ მართლმსაჯულებას და კორუფციის არქონას. თუმცა ამავე დროს ჩვენ არ გვაქვს კონფრონტაციის უფლება ჩვენს ტრადიციულ და მეგობრულ მეზობლებთან", - განაცხდა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ურთიერთოებები რუსეთთან უნდა იყოს თანაბარუფლებიანი და ღირსეული, "პატიოსანი და ღია" ყოველგვარი გაუგებრობებეისგან და "მე ავაშენებ ასეთ ურთიერთოებებს", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.