გუშინ, თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გამოიწვია. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იუწყება.
ინციდენტის მიზეზი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული რეზოლუცია გახდა, სადაც შტატები ოფიციალურად აღიარებს პირველი მსოფილო ომის დროს ოტომანთა იმპერიის მხრიდან სომხების გენოციდის ფაქტს. 1915 დან 1923 წლამდე ოტომანებმა ეთნიკური ნიშნით 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ნათქვამია რეზოლუციაში.
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა, აღნიშნულ რეზოლუციას უსამრთლო და ისტორიის დამახინჯება უწოდა, ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა აშშ-ს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.
"მნიშვნელოვანი ნაბიჯი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების პრევენციის მიმართულებით", - ასე შეაფასა აშშ-ს პარლამენტის რეზოლიცია სომეხმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, რომ მსგავს რეზოლუციას 2007 წელს მხარი ბუშის ადმინისტრაციამ არ დაუჭირა.
ჯერჯერობით უცნობია რა გავლენას იქნოებს აღნიშნული ინციდენტი ნატო-სა და თურქეთის ურთიერთობაზე. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ავღანეთში ნატოს ეგიდით, 1.700 თურქი ჯარისკაცი იმყოფება.