ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ ისაუბრა. მისი თქმით ეს მოსკოვის მხრიდან კეთილი ნების ჟესტია, რომელიც მიმათულია რუს და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენისაკენ. განცხადებები ამის შესახებ ნესტერენკომ მოსკოვშ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, რუსული მხრე იმედოვნებს, რომ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის მიზნით ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის ამუშავება ორი მხარის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს შორის ოპერატიულ ურთიერთქმედებას შეუწყობს ხელს.