დღეს, 5 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანა გერმანმა გააკეთა.
"უკვე მოველაპარაკეთ პრეზიდენტ მედვედევს ამის შესახებ", _ განაცხადა თავად იანუკოვიჩმა რუსეთის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვთან და მედვედევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინთან შეხვედრის შემდეგ.