არასამთავრობო ორგანიზაცია თავმჯდომარის გიორგი ტუღუშის განცხადებით, აუცილებელია უწყებათაშორისი კომისია უფრო ქმედითუნარიანი გახდეს, რადგან არჩევნებამდე 1 თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი და კომისიის მიერ დაშვებულ შეცდომებზე რეაგირება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ამასთან, ტუღუში მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მიერ განხილულ რიგ საჩივრებზე რეაგირება არაადეკვატური იყო.
"რიგ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, მე ვთვლი, რომ რეაგირება ადეკვატური არ იყო. რა თქმა უნდა რაღაც სახის რეაგირებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არ იყო საკმარისი. თუმცა იყო რიგი საკითხებიც, რომლებიც რა თქმა უნდა მოგვარდა. ასევე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომისიამ იმსჯელოს ზოგადად მიმაზეც, თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული, სად იყო პრობლემები და რეალურად ჯერ კიდევ დარჩენილია ერთი თვე და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი კომისია ერთთვიანი მუშაობის შეგედებს დღეს აჯამებს. კომისიის დღევანდელ სხდომას ტრადიციულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
როგორც უწყებაშაშორისი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომიიის მიერ არაერთი რეკომენდაცია გაიცა, თუმცა შენიშვნების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავაც ესწრება. მისი თქმით, აღნიშნულ ფორმატში "ნაცმოძრაობის" მიერ წარდგენილი 32 საჩვრიდან რეაგირება არც ერთზე არ მომხდარა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის კომისისთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მიიღებს.