უწყებათაშორისი კომისია ერთთვიანი მუშაობის შეგედებს აჯამებს. კომისიის დღევანდელ სხდომას ტრადიციულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
როგორც უწყებაშაშორისი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომიიის მიერ არაერთი რეკომენდაცია გაიცა, თუმცა შენიშვნების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
"მე გამოვყოფდი ადგილობრივ თვთმმართველობებში არსებულ მოვლენებს, რომლებიც იყო სხვადასხვა დონეზე და ადგილობრივი თვითმმართველობები ცხადია, დამოუკიდებელი ორგანოები არიან, მაგრამ კომისიამ არაერთი რეკომენდაციით მიმართა მათ. მე ვფიქრობ, რომ შეჩერდა ის იმპიჩმენტები, რომლებზეც იყო საუბარი საკრებულოს თავმჯდომარეების თუ გამგებლეის მიმართ,"- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავაც ესწრება. მისი თქმით, აღნიშნულ ფორმატში "ნაცმოძრაობის" მიერ წარდგენილი 32 საჩვრიდან რეაგირება არც ერთზე არ მომხდარა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის კომისიაში მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მიიღებს.