პარლამენტის ყოფილ შენობასთან ამ დროისთვის სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა „გადაარჩინე სიცოცხლეს" თავმჯდომარემ იური ვაზაგაშვილმა განაცხადა, აუცილებელია ხელისუფლებამ თავისი დანაპირები შეასრულოს და დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი.
აქციის მონაწილეები ტრანსპარანტებით არიან მოსული, წარწერით „დაიწყოს სამართლიაონობის აღდგენა ქვეყანაში". ამ დროისთვის პარლამენტის ყოფილი შენობის წინ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, ასევე აქციაზე მოტანილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის ფიტულები.
საპროტესტო აქციაზე ასევე იმყოფებიან ვეტერანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფოებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.