ავიაკომპანია "პეგასუსმა" სტამბულის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა. რეისი, რომელიც 4:45 საათზე უნდა განხორციელებულიყო კვლავ შეფერხებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენის გადადების მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
მგზავრების ინფორმაციით, ასაფრენ ზოლზე მდგარმა თვთმფრინავმა აფრენა ორჯერ უშედეგოდ განახორციელა, რის შემდეგ მგზავრებს გამოუცხადეს, რომ ბორტი უნდა დაეტოვებინათ.
ამ დროისთვის ავიაკომპანია "პეგასუსის" მგზავრები აეროპორტის მოსაცდელში იმყოფებიან. როგორც მგზავრები აცხადებენ ავიაკომპანიისგან არ მოუსმენიათ კონკრეტულად რა მიზეზით გადაიდო ფრენა. როგორც ,,პეგასუსში" აცხადებენ რეისი 24 საათის დაგვიანებით 3:45 საათხეე დღეს შესრულდება.