დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„მე მინდა მაინც ვიყო ოპტიმისტური, მე ვფიქრობ, რომ ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ორივე მხარე მივმხვდარიყავით თუ რა შეცდომა მოგვივიდა, თუ რა უბედურება დავმართეთ ჩვენს ერებს და ეხლა ვფიქრობ დგება დრო, როდესაც უკვე უნდა დავიწყოთ ერთმანეთის გულებისაკენ გზის გამონახვა" - განაცხადა დავით დარახველიძემ.
მასალის გამოყენების პირობები