"ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართებით გალავნები ააშენოს, მაგრამ ვაანალიზებთ, რომ ამას აკეთებს მტერი,"- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ისაუბრა.
"დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართებით და ბეტონის ღობეებით გალავნები ააშენოს აფხაზეთსა და საქართველოს შორის, ან ოსეთსა და საქართველოს შორის. მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა, ქართველი ადამიანი, და აფხაზი და ოსი, ჩვენ ვგრძნობთ, ვიცით, შინაგანად ვაანალიზებთ და ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი,"- განაცხადა ილია მეორემ.
დღესვე პატრიარქმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო წირვაზე 1993 წლის საომარი მოქმედებებისას სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
ცნობისთვის, დღეს სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა.