თბილისის მერია ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ჟვანიას ქუჩაზე 10 000 კვ. მეტრ ფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი, კეთდება ტროტუარები და სანიაღვრე ქსელი, გზის გასწვრივ სამ ადგილას ეწყობა გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობის თხოვნით, ჟვანიას ქუჩაზე ასევე მიმდინარეობს ორი კორპუსის ქვეშ დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის აღგენითი სამუშაოები. დაზიანებული კოლექტორი საფრთხეს უქმნიდა მრავალბინიანი საცხოვრებლის კონსტრუქციულ მდგრადობას. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჟვანიას ქუჩაზე წლის ბოლომდე დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები